განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება მშობლებთან და დღის ცენტრის სპეციალისტებთან შეხვედრები.
ამჯერად შეხვედრის თემას წარმოადგენდა მეტყველების დარღვევები და მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებთან და პირებთან მუშაობის სტრატეგიები.
შეხვედრამ საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩაიარა. მშობლებმა მიიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები, თავიანთ შევილებთან მუშაობის სტრატეგიებთან დაკავშირებით.