ჟანა ეშმაკურაშვილი – სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებული

ჟანა ეშმაკურაშვილი სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულია. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ცხოვრობს.

ოჯახში მცირე სამკერვალო სალონი აქვს, სადაც ნაცნობ-მეგობრებს სხვადასხვა სამოსს უკერავს. პარალელურად გორში, ერთ–ერთ სამკერვალოშიც მუშაობს.

ჟანას ბიზნეს სურვილებისა და გეგმების განხორციელებაში EDEC ეხმარება. მათგან ერთ–ერთი ეროვნული სამოსის წარმოებას უკავშირდება. სწორედ ამ მიზნით ეროვნული სამოსის შექმნის სამდღიანი მასტერკლასი რუსუდან არჩევანიძემ ჩაუტარა. ახალგაზრდა მეწარმის ქოუჩინგის სერვისი ასევე მოიცავდა ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციებსაც.

,,მოკლე დროში შევძელი ძირითადი საკითხების შესწავლა, დიდი სურვილი მაქვს მიღებული ცოდნა ძალიან მალე გამოვიყენო ჩემი იდეების განსახორციელებლად, დაფინანსება მოვიპოვო და ჩემი საოჯახო სამკერვალო სალონი გავაფართოვო. ამაშიც მეხამრებიან,
EDEC მუდმივად მეხმიანება და მაცნობს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას და ამასთანავე მეხმარება ბიზნეს იდეის დახვეწასა და განაცხადის მომზადებაში“

ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამა პროექტის–„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა სქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content