კურსის 12 მონაწილე სტილისტის პროფესიის თეორიულ ნაწილს საზოგადოებრივ კოლეჯ ,,განთიადში“ ონლაინ სწავლებით დაეუფლა. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები სულ ცოტა ხნის წინ განახლდა – სილამაზისა და ესთეტიკის ცენტში ,,Beauty Art”.
300 საათიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები ანაზღაურებად, სამთვიან სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სილამაზის სალონში გაივლიან.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.