განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც იმერეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის – ქუთაისის, საჩხერის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაცია წარუდგინა.
გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით
ახორციელებს.