შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების
სპეციალისტებს სოციალურ მუშაობაზე, სოციალური მუშაკის როლზე და ინტერვენციებზე ორგანიზაცია
ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის თავმჯდომარე თამარ ივანიაძე ესაუბრა.
სოციალური სამუშაოს შესრულებისას მნიშვნელოვანი როლი ადამიანის
უფლებების პატივისცემას, სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობას, დარგობრივ კომპეტენციას,
თანაზომიერებას, ინდივიდუალიზაციას, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვას
და სოციალური მუშაობის სისტემურობას უჭირავს.
გარდა თეორიული ცოდნისა, მან მსმენელებს პრაქტიკული მუშაობის შედეგად
მიღებული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრამ საინტერესოდ, ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა.