განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრ “ლოგომედთან” პარტნიორობით, 11 ივლისს იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 40–მდე ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თერაპევტებმა მშობლებს პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები იმერეთის რეგიონიდან წინასწარ დარეგისტრირდნენ.
გამოკვლევის პროცესი ლოგომედის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად დისტანციური მონაწილეობით წარმართა.