შიდა ქართლში და სამეგრელოში მცხოვრები 16 ახალგაზრდისთვის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა ჩატარდა

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში და სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 16 ახალგაზრდისთვის გიდის, ტურისტთა მომსახურების მძღოლის და მძღოლი გიდის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა ჩატარდა. მონაწილეებს დარგის სპეციალისტებმა და აღნიშნულ სფეროში გამოცდილმა ტრენერებმა ჩაუტარეს ლექციები.

პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ “ელიტარულ მძღოლთა ასოციაციასთან” (UGEC), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩატარებას. პროგრამა მოიცავს ისეთ მოდულებს როგორებიცაა მომხმარებლის ეფექტური და მაღალი სტანდარტით მომსახურება, პროტოკოლის დაცვა, სფეროს შესაბამისი ტერნიმოლოგიის გამოყენებით ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა და COVID-19-ის პრევენციული ნორმების დაცვა.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content