11 და 12 სექტემბერს ქუთაისსა და ზუგდიდში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ ერთად, მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. აქციით 139–მა ადამიანმა ისარგებლა.
გამოკვლევები ლოგომედის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართა.
გამოკვლევები მეტყველების დარღვევათა სრულ დიაგნოსტირებას გულისხმობდა და ემსახურებოდა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენასა და მის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის დასახვას. სპეციალისტებმა მშობლისათვის/პაციენტისათვის უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებსა და საშუალებებზე.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ პარტნიორობით უკვე ორი წელია რაც წა რმატებით ახორციელებს კომპლექსური თერაპიის პროგრამას მეტყველების შეფერხების მქონე პირებისათვის. ენისა და მეტყველების თერაპიის კურსს უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები, როგორც პედაგოგიური, ისე სამედიცინო მეთოდების გამოყენებით.