ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალციხეში იმყოფებოდნენ

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები დემეტრე კობეშავიძე, თეიმურაზ გვაზავა, ტარიელ ჩხაიძე და საბა სულაბერიძე რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალციხეში იმყოფებოდნენ. გაცვლითი პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ახალციხეში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქსენოფობიის, სიძულვილის ენის, დასავლური ღირებულებების და ტოლერანტობის საკითხებზე. ამ მიზნით ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი, რომელზეც განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: რას ნიშნავს ქსენოფობია? რა სახის ქსენოფობია არსებობს?, ქსენოფობია ყოველდღიურ ცხოვრებაში(„უხილავი ქსენოფობია“), სიძულვილის ენა მედიაში და მათი გადაჭრის გზები. მოეწყო საინფორმაციო კამპანია და გავრცელდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ მომზადებული ბროშურები ევროკავშირის თემაზე.

რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content