გიორგი გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური ბანერი დაამზადეს.
მოსწავლეებმა ბანერი სკოლის დერეფანში გამოაკრეს და დემოკრატიის არსის შესახებ დამზადებული ფლაერები თანატოლებში გაავრცელეს.