სამეგრელოში ლურჯი მოცვის აგრო კონსულტანტის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირება ჩაუტარდათ

18 სექტემბერს ლურჯი მოცვის აგრო კონსულტანტის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირება ჩაუტარდათ. აღნიშნული პროგრამა დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მასში სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 23 ახალგაზრდა მონაწილეობს.

პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ (GBGA), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული კურსის ჩატარებას ზუგდიდში არსებულ სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრში ,,AGROსახლი”. გარდა ამისა, ასოციაციაციის ბაღებში, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში მდებარეობს, მიმდინარეობს კურსის მონაწილეების პრაქტიკული სწავლება.

მონაწილეები ასოციაციის ბაღებში 3–თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content