21-26 დეკემბერს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა თემაზე „დისტანციური სწავლებისას არსებული გამოწვევების დაძლევის მეთოდები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას“ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ონლაინ ტრენინგები გამართა.
ტრენინგები მოიცავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა სწავლების მეთოდებს ონლაინ სწავლების პროცესში, სტრესის მართვისა და გამკლავების სტრატეგიებს, ბავშვის ქცევის მართვას ონლაინ სწავლების დროს და დროის მართვას.
ტრენინგები ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.