EDEC-ის განახლებული ვებ–გვერდი ამოქმედდა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) განახლებული ვებ–გვერდი www.edec.ge აამოქმედა. საიტზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასზე წარმოდგენილი მასალა ასევე ხელმისაწვდომია მცირე მხედველთათვის.

ვებ–გვერდის „ჩვენ შესახებ“ ნაწილში განთავსებულია ინფორმაცია ორგანიზაციის მისიის, ფასეულობების, პროგრამული მიმართულებების, ЕDEC–ის გუნდის, ისტორიის, მოპოვებული ჯილდოების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ. ამავე გვერდიდან შეგიძლიათ გაიგოთ როგორ და ვისთან მუშაობს ორგანიზაცია.

ვებ–გვერდზე ასევე წაიკითხავთ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. გვერდზე „ჩვენი საქმიანობა“ მოცემულია პროგრამები, სადაც წაიკითხავთ ინფორმაციას EDEC–ის მიერ თოთოეული მიმართლებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ამავე ნაწილში გაეცნობით ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სერვისებს და მიიღებთ ინფორმაციას ЕDEC–ის მიერ ადმინისტრირებული დღის ცენტრების და ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი სოციალური საწარმოების შესახებ.

თუ გსურთ წაიკითხოთ ახალი ამბები ან გაეცნოთ ვაკასიებს, ტენდერებს და კონკურსებს, ეწვიეთ გვერდს „სიახლეები“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება ახალი ინფორმაცია.

გვერდზე „ბიბილიოთეკა“ შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებს, წაიკითხოთ საინტერსებო სახელმძღანელოები და კვლევები და მოიძიოთ სასარგებლო რესურსები შშმ პირების, ქალთა უფლებების, სამოქალაქო განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სხვა საკითხების შესახებ. აქვე მოცემულია მულტიმედიაც, სადაც ვიზიტორს შეუძლია იხილოს სხვადასხვა ვიდეო–ფოტო მასალა და ინფოგრაფიკები.

ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დასაქმების მაძიებელს, მოხალისეობრივ აქტივობებში მონაწილეობით დაინტერესებულ ადამიანს, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მსურველ პარტნიორ ან დონორ ორგანიზაციას შეუძლია მიმართოს EDEC–ს მარცხენა პანელზე განთავსებული შესაბამისი სარეგისტრაციო და მიმართვის ფორმების გზით, ან დაუკავშირდეს ორგანიზაციას ვებ–გვერდზე მოცემული ელ.ფოსტით ან საკონტაქტო ნომრებზე.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content