EDEC- ის პარტნიორი კოლეჯების მიერ პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები და კარიერული კონსულტაციის დღეები მოეწყო

28-31 მაისს, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) პარტნიორი კოლეჯების „კონსტრუქტ2“, „ახალი ტალღა“, „ბლექსი“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული ცენტრი”  მიერ, პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები და კარიერული კონსულტაციის დღეები მოეწყო, რომელშიც 160-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კარიერულ გზებს, განესაზღვრათ პროფესიული მიზნები და შეეფასებინათ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, რაც მომავალში კარიერულ ზრდასა და პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებათ.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC), ჰანზა პარლამენტი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი
ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური
ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი
Skip to content