განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები, ევროკომისიის პროგრამის ერასმუს+ მიერ დაფინანსებული “დასაქმების სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის – ქართული და ხორვატული პერსპექტივები” პროექტის ფარგლებში, ქართველ და ხორვატ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდები EDEC-ის საქმიანობას გაეცნენ. განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები; შრომის ბაზარი და მისი თავისუბერებები; კარიერის დაგეგმვა; სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ხელშემწყობი პროგრამები; ფორმალური და არაფორმალური განათლების როლი და სხვა.
პროექტს “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) ხორვატიულ ორგანიზაციასთან “VoVo”Volim Volontirat თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია ერთგვარი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ის მნიშვნელოვან აქტივობას და შეხვედრას, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას განხორციელდა.