EDEC–ის წარმომადგენლები ქართველ და ხორვატ ახალგაზრდებს შეხვდნენ

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები, ევროკომისიის პროგრამის ერასმუს+ მიერ დაფინანსებული “დასაქმების სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის – ქართული და ხორვატული პერსპექტივები” პროექტის ფარგლებში, ქართველ და ხორვატ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდები EDEC-ის საქმიანობას გაეცნენ. განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები; შრომის ბაზარი და მისი თავისუბერებები; კარიერის დაგეგმვა; სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ხელშემწყობი პროგრამები; ფორმალური და არაფორმალური განათლების როლი და სხვა.

პროექტს “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) ხორვატიულ ორგანიზაციასთან “VoVo”Volim Volontirat თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია ერთგვარი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ის მნიშვნელოვან აქტივობას და შეხვედრას, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას განხორციელდა.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content