EDEC-ს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვია

17 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ეწვია. გერმანელი დიპლომატი ორგანიზაციის გუნდს შეხვდა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან და გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკვე წლებია, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამჟამად გერმანულ მხარესთან პარტნიორობით EDEC 5 სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. მათ შორის აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე ახალი პროფეციის – ე.წ. ჰაუზმასტერის დანერგვის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელიც ორგანიზიასთან „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO e.V) თანამშრომლობითა და  გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ეკონომიკური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, თანამშრომლობს ფრიდრიხ ებერტისა (FES) და კონრად ადენაუერის (KAS) გერმანულ ფონდებთან.

EDEC  ასევე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში). სწორედ მისი მხარდაჭერით, COVID-19 კრიზისის შემდეგ – 2020 წლის სექტემბრიდან ЕDEC-ის მიერ ადმინისტრირებული “შშმ პირთა და ბავშვთა დღის ცენტრებში (ოთხივე ცენტრში) ოპერირება COVID-19 რეგულაციების სრული დაცვით გახდა შესაძლებელი. “რენოვაბისმა” 1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა ნივთის შეძენა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, უსაფრთხო გარემოში გაგვეგრძელებინა შშმ ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება.

“პური მსოფლიოსთვის” კიდევ ერთი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციაა. მისი მხარდაჭერით EDEC-ის გუნდს ორი არაჩვეულებრივი მოხალისე შეუერთდა. მათი ჩართულობა და პროფესიული კომპეტენციის გაცვლა ორგანიზაციას მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მისიისა და მიზნების მიღწევაში.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content