EDEC- ის პარტნიორი კოლეჯების მიერ პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები და კარიერული კონსულტაციის დღეები მოეწყო

2024 წლის 28 – 31 განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით (EDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (TEDEC), ჩაატარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები და კარიერული კონსულტაციები 4 პარტნიორი კოლეჯის – ბლექსი, კონსტრუქტ2, ახალი ტალღა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, 169 წარმომადგენლის – პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების, საჯარო სკოლების უფროსკლასელების და კარიერული პრიენტაციის პედაგოგების მონაწილეობით.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცვნენ უილიამ მოლტონ მარსტონის DISC მოდელს და ადამიანთა ქცევის ტიპოლოგიას, ინდივიდუალურად განსაზღვრეს საკუთარი ტიპი, მოძებნეს კავშირი საკუთარ ხედვებთან და შესაძლებლობთან. ჯონ ჰოლანდის თეორიის საფუძველზე შეაფასეს საკუთარი ინეტერესები და ამ ინტერესებზე დაყრდნობით გაკეთეს არჩევანი პროფესიულ საქმიანობათა სფეროებში. პროექტის ფარგლებში გერმანელი პარტნიორების მიერ გაზიარებული პროფესიული კონსულტაციის ინსტრუმენტის – თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად გაიარეს ინდივიდუალური კონსულტაციები, რაც დაეხმარებათ შემდგომში სამომავლო პროფესიების მიზნების განსაზღვრაში. ტრენინგების დასასრულს პარტნიორი კოლეჯების კარიერული ორიენტაციის პედაგოგებს გადაეცათ ტრენინგ–მოდული და სატრენინგო მასალები.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC), ჰანზა პარლამენტი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content