EDEC-ის შექმნილ შშმ პირთა დასაქმების უნიკალურ მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს

თბილისში ევროკავშირის პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა გახსნა.

პროექტის საბოლოო შედეგები ოთხ სამიზნე რეგიონში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა, ლია კილაძემ წარადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა  ზაზა სოფრომაძემ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრა, რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურსის საუკეთესო რადიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი, 2017  წლის საუკეთესო დამსაქმებლები და წლის მხარდამჭერები დაჯილდოვდნენ. გაიმართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

სტუმრის სტატუსით ღინისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი  თვითმართველობების წარმომადგენლები,  საქართველოში ევროკავშირის დელეგატები, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

ღონისძება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება  და ლობირება“ ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის  პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

პროექტი 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 377,981 ევროს შეადგენს. (982,750 ექ. ლარში). პროექტის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება  განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების  და  ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის  საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content