განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მცირე და საშუალო მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას!
EDEC-ის ბაზაზე არსებული ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის აქტიური მხარდაჭერით.
უფასო კონსულტაციით სარგებლობა შუძლიათ ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს:
• ახალგაზრდებს
• მოწყვლადი ჯუფების წარმომადგენლებს
• იძულებით გადაადგილებულ პირებს
ამჟამად ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესები:
• წარმოების და სერვისის ბიზნესები
• აგროპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები
• პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები, ფერმერები
• ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები
ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
• ბიზნეს ინფორმაციის მოძიება
• ბიზნეს დაგეგმარებაში დახმარება
• ფინანსური ანალიზის და ფინანსური მოდელის შემუშავება
• აგრობიზნესების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების კონსულტაცია
• მარკეტინგული კონსულტაცია
• ახალი პროდუქციის განვითარება და ზრდის სტრატეგიების შემუშავება
• ბიზნესის წამოწყებისათვის და განვითარებისათვის რესურსების მოძიებაში დახმარება
• საინვესტიციო პროექტის და ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება
• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თემაზე კონსულტაცია, ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტირება
• აგრობიზნესების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რჩევები იურიდიულ, ექსტენციის და ბიზნესის განვითარების საკითხებში
• ტრენინგები ბიზნესის დაგეგმვაში, მარკეტინგსა და ფინანსებში
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მის: პ.ინგოროყვას ქ. №64
ტელ: (+995 431) 25 13 30
ელ-ფოსტა: [email protected]