პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

20 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ქ. გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (სტალინის ქუჩა #16) დასაქმების ფორუმი ჩატარდება.

დასაქმების ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში.

ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდნენ ბმულზე: https://bit.ly/3aSl6vo წინასწარი კონსულტაციისთვის, რაც ითვალისწინებს ფორუმამდე შემდეგი სერვისების მიღებას: CV-ს შედგენა, გასაუბრების ტექნიკის სწავლება, კონსულტირება.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
25 ივნისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების პირველი ნაწილი ბაღდათში, სოფელ
14 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი,
15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს
Skip to content