დასაქმების ფორუმი – ამბროლაური 2023

30 მაისს, პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ამბროლაურში, „ნაძვების პარკი“ (11:00 სთ- დან 13:30 საათამდე) დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
ფორუმზე 20 მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია წარადგენს 45-მდე ვაკანსიას, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 150-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და ექნება შესაძლებლობა შეხვდეს პოტენციურ დამსაქმებელს, გაესაუბროს სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინოს საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
დასაქმების ფორუმი ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ფონდი აფხაზინტერკონტის (AIC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.
27 ივლისს, ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის – სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, საზღვაო
24 ივლისს, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში , სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო
20 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების და პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის
Skip to content