პროექტის პრეზენტაცია ცუცხვათის თემში

2024 წლის 6 მარტს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, ცუცხვათის სკოლის სააქტო დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანია ცუცხვათის თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. შეხვედრას ცუცხვათის თემის მაცხოვრებელები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.

პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.

2024 წლის 19 მარტს, 13:00 საათზე, გორში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ პრეზენტაციას
2024 წლის 15 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმროში „გელათი რეზიდენსი“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ პრეზენტაციას
2024 წლის 5 მარტს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ლაგვანთაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით,
Skip to content