საანგარიშგებო შეხვედრა ბაღდათში

2023 წლის 25 ოქტომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრას გამართა, სადაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები გააცნო, რომლის შემუშავებასაც წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა მუნიციპალიტეტის 130 მცხოვრების მონაწილეობით.
ფორუმზე მოსახლეობამ შეაფასა მიმდინარე წლის ბიუჯეტი, იმსჯელა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მოამზადა იდეეები და წარადგინა რეკომენდაციები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში 50 იდეა იქნა რეკომენდაციის სახით შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. იდეები ეხებოდა ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ხელოვნების, განათლების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ტურიზმის განვითარებისა და მეწარმეობის, გარემოს დაცვის, თავდაცვის, სოციალური საკითხების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების განვითარებას. მოსახლეობის მიერ წარდგენილი 50 იდეიდან 15 გათვალისწინებული იქნა 2024 წლის ბიუჯეტში.
საანგარიშგებო შეხვედრაზე მოწვეული იყო ყველა ის პირი, ვინც მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდათ მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ ფორუმს, მაგრამ დაინტერესებულნი არიან მომავალი წლის ბიუჯეტის გაცნობით. შეხვედრას ექნება პრეზენტაციის და შემდგომში დისკუსიის ფორმატი. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა პირისპირ ესაუბრა, განიხილა და მოისმინა გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან სამომავლო გეგმები და არგუმენტები მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტების და დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ.
ღონისძიების ორგანიზებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევდა პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
2024 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content