საინფორმაციო შეხვედრა (ვებინარი) სამუშაოს მაძიებლებთან (შიდა ქართლი)

26 იანვარს 19:00–ზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) შიდა ქართლში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრას (ვებინარს) გამართავს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში ჩატარდება.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ეხმარება დასაქმების ცენტრი სამუშაოს მაძიებელს სასურველი სამსახურის პოვნასა და კარიერულ განვითარებაში.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი სმარტფონიდან/კომპიუტერიდან პირდაპირ ეთერში უყუროს FACEBOOK LIVE-ს და კომენტარის ველში დაწეროს კითხვები.
მაყურებლის კითხვებს პროექტის მენეჯერი და დასაქმების კონსულტანტები უპასუხებენ.
25 ივნისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების პირველი ნაწილი ბაღდათში, სოფელ
14 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი,
15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს
Skip to content