ზუგდიდში ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება

2023 წლის 13 დეკემბერს,  ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბთან – “ათინათი” პარტნიორობით,  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“,  ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი  პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელო–ზემო სვანეთის ახალგაზრდები, ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წწ. ახალგაზრდული სტრატეგიის წარდგენა  და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ 5 მიზანზე: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება; ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება და წარადგენენ ამ მიზნების მიღწევისთვის საკუთარ იდეებს.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content