მოხალისეობის რეგიონული ფორუმი – ბათუმი 2024

2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყობა აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ.

ფორუმზე, ასევე, მოეწყობა პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე:”აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში” და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე ,,მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება გაიმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

 

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content