2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
დასახლების საერთო კრებაზე, ცუცხვათის თემში რეგისტრირებული ამომრჩევლის მინიმუმ 20% მიიღებს მონაწილეობას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ წინ წამოსწიონ დასახლებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტურქტურულ პრობლემები, დასახონ სამოქმედო გეგმა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს (საკრებულო/მერია) მიაწოდონ შესაბამისი წინადადებები და მოსაზრებები ამ პრობლემების გადაჭრისა და მოგვარებისთვის. დასახლების საერთო კრებას ცუცხვათის თემის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
დასახლების საერთო კრება ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.
პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.