პროექტის პრეზენტაცია ცუცხვათის თემში

2024 წლის 6 მარტს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, ცუცხვათის სკოლის სააქტო დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანია ცუცხვათის თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. შეხვედრას ცუცხვათის თემის მაცხოვრებელები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.

პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content