პროექტის სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში პრეზენტაცია გაიმართება

2024 წლის 19 მარტს, 13:00 საათზე, გორში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ პრეზენტაციას გამართავს და დაინტერესებულ მხარეებს დაგეგმილ საქმიანობებს გააცნობს. ღონისძიებას  განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტების, ხელისუფლებისა და  საპილოტე სკოლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

30 თვიანი პროექტი „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ (2023-2026),  მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით.

პროექტი მხარს უჭერს საპილოტედ შერჩეულ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტური სოციალური საწარმოების საგანმანათლებლო კონცეფციის დანერგვას,  ახალგაზრდების სამეწარმეო და ეკონომიკური უნარების გაძლიერებას; პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმებში სოციალური მეწარმეობის თემის ინტეგრირებას; მასწავლებელთა უნარების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის სწავლებისა და სტუდენტური სოციალური  საწარმოებისთვის საჭიროებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის დამოუკიდებლად უზრუნველყოფისთვის; ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და სოციალური მეწარმეობის სასწავლო კურსით შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტის საქმიანობები იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში საპილოტედ შერჩეულ ოთხ პროფესიულ სასწავლებელში აწსუ-ს “პროფესიული განათლების ცენტრი”; ააიპ კოლეჯი “იბერია”; ააიპ სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”; ააიპ კოლეჯი “განთიადი” განხორციელდება.

ღონისძიების პირველი ნაწილი ვიდეო რგოლის „რა არის სოციალური მეწარმეობა“ ჩვენებას, ხოლო მეორე ნაწილი საპილოტე სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას.

პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content