საზღვაო ბიზნეს ფორუმი 2023

27 ივლისს, ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის – სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, საზღვაო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ბიზნეს ფორუმი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და მისი მიზანი იყო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაცია, საზღვაო სექტორში დასაქმების საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოს როლის შეფასება და წინ წამოწევა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, ევროკვშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხილვადობის ექსპერტი ალექსანდრა ბრაისონი, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი – კანცლერი ლალი ხვედელიძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი სიტყვით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.

ფორუმის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო პანელურ დისკუსიებს, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს საზღვაო სექტორის აქტუალური თემები ციფრული მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, განათლების და დასაქმების მიმართულებით.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს, სადაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გემთმფლობელებს/მენეჯმენტის განმახორციელებელ კომპანიებს, ადგილობრივ რეკრუტორებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content