საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

12 ივლისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/მოდულები და მოკლე სატრენინგო პროგრამები, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; Transilvania University of Brașov (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg, (UMR)) და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content