14 ივნისს ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება

14 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება 14 ივნისს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N9) და მისი ხანგრძლივობა 13.00-დან 16.00 საათამდე იქნება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 12.30 საათიდან.

30 მაისს, პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ამბროლაურში, „ნაძვების პარკი“ (11:00 სთ- დან 13:30 საათამდე) დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართება მოხალისეობის ფორუმი
 2023 წლის 19 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ
Skip to content