2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობა. შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული საბჭოს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.
პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.