15 ივნისს ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით,  ქ. ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ (იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ) დასაქმების ფორუმს გამართავენ.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართება.

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან  იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლებლები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლები და დამსაქმებლები შეძლებენ კავშირების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 ივნისის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://forum.hrajara.gov.ge.  გარდა ამისა, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ ამავე ბმულზე დარეგისტრირდნენ მოკლევადიან უფასო ტრენინგ–სემინარზე, სადაც შეისწავლიან რეზიუმეს სწორად შევსებასა და სამოტივაციო წერილის შედგენას და მიიღებენ ინფორმაციას დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ტრენინგები ჩატარდება 8, 9 და 10 ივნისს ქალაქ ბათუმში.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) დასაქმების ფორუმს პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში უერთდება, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. აჭარაში პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content