2023 წლის 22 დეკემბერს, 16:00 სთ–ზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ (მის: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. #1) განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაიმართება – ქვეპროგრამის „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივ ქვეპროგრამას „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 8 თვის განმავლობაში ახორცელებდა. პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირმა, ააიპებთან „ადამიანები მოქმედებაში“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან, რესტორანი „ნიშა“ (შპს „გარდენსი“), სალონთან „MG Style“ და ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრთან პარტნიორობით, გაიარა პროფესიული გადამზადების 320 საათიანი კურსი.
კურსდამთავრებულები დაეუფლნენ კონდიტერიის, ფრჩხილის მომსახურების, საოფისე საქმის, თეატრალური თოჯინების და რეკვიზიტების მოდელირება და კერვის, მასაჟისტ რეაბილიტატორის პროფესიებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ჩაერთვნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც განხორციელდა ააიპებში „ადამიანები
მოქმედებაში“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, რესტორანში „ნიშა“ (შპს „გარდენსი“), სალონში „MG Style“ და ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრში. კურსდამთავრებულთაგან 5 პირი დასაქმდა. ქვეპროგრამის „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლების სურვილის მქონე შშმ პირებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შედგენა, შეთავაზება, გადამზადება და დასაქმებაში ხელშეწყობა.
2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების