25 ივნისს პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID–19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

25 ივნისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების პირველი ნაწილი ბაღდათში, სოფელ ობჩაში ჩატარდება, სადაც პროექტის ბენეფიციარებისთვის საწარმოში „ბაიას ღვინო“ აგროტური მოეწყობა. მეწარმე ბაია აბულაძე ახალგაზრდებთან ინსპირაციულ შეხვედრას გამართავს თემაზე „მეწარმეობა და ქალის აქტიური როლი მეწარმეობის განვითარებაში“.

ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართება ქუთაისში, სადაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი, საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი ანა გაბესკირია ინსპირაციულ შეხვედრას გამართავს თემაზე „სოციალური გავლენები და სტერეოტიპები პროფესიის შერჩევის პროცესში, პროფესიაში წარმატების მიღწევისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გააზრება“.

ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება/პრეზენტაცია და თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ-კურსის მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც EDEC–მ იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში–ზემო სვანეთში განახორციელა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების საჭიროებებზე რეაგირებას და მათი ჩართულობის ხელშეწყობას COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხო აქტივობების განვითარება-განხორციელებაში და საზღვრისპირა სოფლების მიმდებარედ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალების მეწარმეული უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში დაინერგა თანატოლთა განათლების პროგრამა. სამიზნე რეგიონებში გადამზადდა 30 ახალგაზრდა. მათ ცოდნა გაიღრმავეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები; COVID-19 ვირუსის პრევენცია სასწავლო დაწესებულებებში; ოჯახური ძალადობა; მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და მშვიდობის მშენებლობა. ახალგაზრდების მოტივირების მიზნით ჩატარდა შეხვედრები ცნობილ სახეებთან, მათ შორის – ალერგოლოგ–იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან, იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან და ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძესთან.

მიღებული ცოდნა თანატოლგანმანათლებლებმა საინფორმაციო შეხვედრების გზით სამიზნე რეგიონებში საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარეს.

პროექტის მონაწილეებისთვის ჩატარდა დიზაინის კონკურსი „მშვიდობა და ადამიანის უფლებები“. ტრენინგ–კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს ლოგო/სიმბოლო, რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა მშვიდობის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეას. 4 გამარჯვებული სიმბოლოთი დამზადდა სხვადასხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც თანასწორგანმანათლებლებმა საინფორმაციო შეხვედრებზე დამსწრე ახალგაზრებს გადასცეს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში 40 ახალგაზრდა ქალს სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით ონლაინ-ტრენინგი ჩაუტარდა. ორგანიზაციამ მათთვის ასევე მენტორინგისა და კონსულტაციის სერვისები უზრუნველყო.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content