ქუთაისში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

მიმდინარე წლის 21 მაისს 13:00 საათზე ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია პროგრამის ფარგლებში 2018–2021 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების შესახებ.

პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, ინიცირებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო.

პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში და გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

პროგრამაში ჩართულია იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლები, მათ შორის ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში არსებული სასწავლო დაწესებულებები.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content