მოხალისეობის რეგიონული ფორუმი – ახალციხე 2023

2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართება მოხალისეობის ფორუმი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, პროექტის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.
 მოხალისეობის ფორუმი უმასპინძლებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs; CBOs) საქმიანობის გამოფენას. მონაწილეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ მოხალისეებად. აქვე, დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) მოხალისეების სტენდთან ფორუმის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ.
გარდა ამისა, ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ რეგიონში არსებულ მოხალისეობის საუკეთესო ისტორიებს. გამოიყოფა ცალკე სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მოხდება მონაწილეთა რეგისტრაცია და ქვიზების გათამაშება,ასევე. ვებ პორტალის – VOLUNTEER.GE-ს პრეზენტაცია.
ფორუმის დასასრულს კი გაიმართება კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია მოხალისეობის შესახებ.
ფორუმი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content