PITA ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სოფელ ობჩაში, მეღვინეობა „ბაიას ღვინოს“ ესტუმრნენ

PITA ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები სოფელ ობჩაში, მეღვინეობა „ბაიას ღვინოს“ ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათთვის სტიმულის მიმცემი, მისაბაძი მაგალითების წარმოჩენა. ცენტრის წევრებმა ბაია აბულაძისგან მიიღეს რჩევები ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ ახალგაზრდება ცოდნის აკუმულირება იმ სფეროში, რომელშიც აპირებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, როგორ შეიძლება გახდე წარმატებული მეწარმე.

ბაიას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში ცხოვრობს, ღვინის დაყენება მისი ოჯახისთვის მამაპაპისეული საქმის გაგრძელებაა, რომლის ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტეს, საწარმოში ეტაპობრივად შეიძინეს ჩამოსასხმელი მოწყობილობა, შექმნეს საკუთარი ბრენდი, ეტიკეტი, ლოგო, დარეგისტრირდნენ მეწარმედ და ჩამოსხმული ღვინო უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანეს.

ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content