სალი საკანდელიძე – PITA ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი, შშმ ბავშვების მშობლებს ონლაინ რეჟიმში ZOOM გამოყენებას ასწავლის.
სალი ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა TIMEREPUBLIC-ზე, შშმ ბავშთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო” გამოქვეყნებულ მოთხოვნას გამოეხმაურა და გადაწყვიტა დისტანციურად ესწავლებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ZOOM-ის ჩამოწერის, დაინსტალირების და გამოყენების წესები, რაც გაუადვილებთ მათ აქტიურად ჩაერთონ დისტანციური მუშაობის პროცესში.