მიმდინარე პროექტები

სახელი: ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის

განხორციელების პერიოდი: 07.2021-12.2022

განხორციელების არეალი: საქართველო

დონორები/პარტნიორები:  

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის (EBZ)
  4. მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
  5. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

სრული ბიუჯეტი: € 26162

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 23842.11

მიზანი: შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში, ახალგაზრდების, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით.

სამიზნე ჯგუფ(ებ): ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები.

ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები.

დაგეგმილი აქტივობები:

  1. თანამშრომლობა სამშენებლო კოლეჯთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (MESCSG) და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთან (EAARA);
  2. ფორუმის გამართვა დაინტერესებულ მხარეებთან აჭარაში;
  3. ტრენინგების გამართვა სამიზნე პროფესიულ კოლეჯებში გერმანული მოდელისა და დუალურ განათლების მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით;
  4. დაინტერესებული მხარეების ვიზიტი გერმანიაში დუალური მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით;
  5. „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მენეჯერის“ პროგრამის პოპულარიზაცია.

 

მოსალოდნელი შედეგები:  

  1. აჭარის 2 პორფესიულ სასწავლებელში დაინერგება „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მენეჯერის“ პროგრამა;
  2. პროფესიული სასწავლებლების, ბიზნეს სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების 8-10 წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა დუალური განათლების გერმანულ გამოცდილებას.

სახელი: ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად (CISI)

განხორციელების პერიოდი: 2019-2021

განხორციელების არეალი: საქართველო

 

დონორები/პარტნიორები:

  1. ერაზმუს +
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  3. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. “მარიანი”
  7. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
  8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  9. Transilvania University of Brașov UTBv
  10. Univerzita Palackeho v Olomouc (PUO)
  11. UNIVERSITY OF WARSAW, UW
  12. Philipps-Universität Marburg, UMR

პროექტის საერთო ბიუჯეტი: € 19766

EDEC-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად მიღებული ბიუჯეტი: € 19766

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სკოლები, უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები

ბენეფიციარები: სპეციალური მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. მომზადდა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მასწვლებლის მოსამზადებელ 300 კრედიტიან პროგრამაში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/ მოდულები;
  2. მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა;
  3. შეიქმნა მოკლე სატრენინგო პროგრამები დაინტერესებული პირებისთვის;
  4. ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი – სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობისთვის.

სახელი: ENGLISH SPEAKER’S CLUB

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 18 წლიდან

შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში 1 დღე ( 1.5 საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე – 30 ლარი

მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ საჯარო გამოსვლების ტექნიკები,
გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, მათ შორის ლოგიკური და არგუმენტირებული
მსჯელობა, რომელსაც გამოიყენებენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, საჯარო
ცხოვრებაში;

დაგეგმილი აქტივობები: კურსის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრები კვირაში ერთხელ იკრიბებიან და მათთის საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე საუბრობენ. მიმდინარე კურსს უძღვებ “მშვიდობის კორპუსის” ამერიკელი მოხალისე ელიზაბეთ გარსია.

მოსალოდნელი შედეგი:  ENGLISH SPEAKER’S CLUB კურსის
დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მეტი თავდაჯერებით საუბრობენ ინგლისურ ენაზე რაც ხელს უწყობს მათი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

 

სახელი: საჯარო გამოსვლები და დებატები

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: VI–XI კლასის მოსწავლეები

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე

შეხვედრების ინტენსივობა :კვირაში 2 დღე (2საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე – 70 ლარი

მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ საჯარო გამოსვლების ტექნიკები, გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, მათ შორის ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელსაც გამოიყენებენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, საჯარო ცხოვრებაში.

დაგეგმილი აქტივობები: კურსის მიმდინარეობისას იმართება კოონკურსები – დებატების ტურნირი; ,,ორტორი“; იმიტირებული სასამართლო პროცესი, საუკეთესო მოსწავლეები ჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ქართულ ან/და ინგლისურენოვან დებატებში.

მოსალოდნელი შედეგი: საჯარო გამოსვლების და დებატების კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, ადვილად იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. უადვილდებათ პრიოერიტეტების განსაზღვრა და საკუთარი მიზნებისა და მისწრაფებების დაცვა. მაღალია ახალგაზრდულ პროგრამებში მათი ჩართულობა.

სახელი: ლიდერთა სკოლა

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 16-22 წლის ახალგაზრდები

სკოლაში სწავლის ღირებულება: 600 ლარი (საშეღავათო ფასით ისარგებლებს და 550 ლარს გადაიხდის სკოლის ის მოსწავლე, რომელიც ერთიანად დაფარავს სწავლის საფასურს, ასევე EDEC- ის  სხვა ფასიან პროგრამაში ჩართული პირი და სკოლაში ჩარიცხული ოჯახის წევრები)

მიზანი: ლიდერთა სკოლა მასში მონაწილე ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ლიდერისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები და განივითარეონ შესაბამისი შესაძლებლობები.  სკოლა ახალგაზრდებს დაეხმარება შეცვალონ გარემო საკუთარი ისტორიის და პოტენციალის შემეცნების გზით. სკოლის მონაწილეები შეძლებენ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ამ უნარ-ჩვევებთან ასოცირებული ცოდნის ათვისებას.

სკოლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

  1. სკოლის მონაწილეები გაეცნობიან ლიდერობის სხვადასხვა ტიპს და განიხილავენ მათ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  2. ისწავლიან პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობას;
  3. მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფური დისკუსიებიში;
  4. შეისწავლიანს სათემო პროექტების შემუშავებს და მართვას;
  5. მონაწილეები გაიღრმავებენ განსხვავებულობის, ინკლუზიურობის და თანასწორობის რწმენას და ხელს შეუწყობენ ამ ღირებულებების პოპულარიზაციას.

 

დასრულებული პროექტები

Skip to content