მიმდინარე პროექტები

სახელი: ჩემი სახლის მმართველიპროფესიული კვალიფიკაცია

განხორციელების პერიოდი: 01.04.2023 – 31.12.2025

განხორციელების არეალი: საქართველო

 დონორები/პარტნიორები:  

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვისაღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ჰანზა პარლამენტი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
  4. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთი(CHCA)

სრული ბიუჯეტი: 180,000.00

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერმიღებული ბიუჯეტი: 65,513.30

მიზანი: ქვეყანაში არსებული საბინაო პოლიტიკისგაუმჯობესების ხელშეწყობა, მოთხოვნაზედაფუძნებული ახალი პროფესიული პროგრამებისდანერგვითა და სექტორთაშორისითანამშრომლობის წახალისებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, პროფესიული სასწავლებლები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ადგილობრივი თვითმართველობების, ცენტრალური ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები

ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული სასწავლებლები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ადგილობრივი თვითმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლები

 

აგეგმილი აქტივობები:

  1. საბინაო სექტორში არსებული გამოწვევებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით მოეწყობა მრგვალი მაგიდა
  2. ბინათამხანაგობების და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან შენობა ნაგებობისა ტექნიკური მენეჯერის პროფესიულ პროგრამაში
  3. ჰანზა პარლამენტის მიერ, პროფესიული სასწავლებლებისთვის, მოხდება  ელექტრიკოსის დუალური პროგრამის გერმანული მოდელის გაზიარება და ქართული პროფესული პროგრამის მომზადების ხელშეწყობა
  4. 3 კოლეჯის („ახალი ტალღა“ „ბლექსი“ „კონსტრუქტ2“) 45 მასწავლებელი გაივლის ტრენერა ტრენინგის დუალური განათლების თემაზე
  5. 45 საწარმოს მენტორი/ინსტრუქტორი გაივლის საწარმოს ინსტრუქტორტრენინგებს
  6. 160 ახალგაზრდა გაივლის ტრენინგებსა და კონსულტაციებს პროფესიული საკვალიფიკაციო კონსულტაციის ინსტრუმენტის გამოყენებით
  7. პროფესიული სასწავლებლების, სავაჭრო სამეწარმეო პალატის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მოეწყობა სასწავლო ვიზიტი, რომლის მონაწილეები გაეცნობიან გერმანული დალური/ტრიალური სისტემის მუშაობას და სამდონიანი პროფესიული განათლების ცენტრების კონცეფციას
  8. ბიზნესის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების,  პროფესიული სასწავლებლების, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართება ფორუმი

სახელი: საჯარო გამოსვლები და დებატები

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: VII–XI კლასის მოსწავლეები

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე

შეხვედრების ინტენსივობა :კვირაში 2 დღე (4 საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე – 100 ლარი

მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ საჯარო გამოსვლების ტექნიკები, გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, მათ შორის ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელსაც გამოიყენებენ სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, საჯარო ცხოვრებაში

დაგეგმილი აქტივობები: კურსის მიმდინარეობისას იმართება კოონკურსები – დებატების ტურნირი; ,,ორტორი“; იმიტირებული სასამართლო პროცესი, საუკეთესო მოსწავლეები ჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ქართულ ან/და ინგლისურენოვან დებატებში

მოსალოდნელი შედეგები: საჯარო გამოსვლების და დებატების კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, ადვილად იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. უადვილდებათ პრიოერიტეტების განსაზღვრა და საკუთარი მიზნებისა და მისწრაფებების დაცვა. მაღალია ახალგაზრდულ პროგრამებში მათი ჩართულობა

დასრულებული პროექტები

სახელი: პროექტის მომზადების სახელმძღვანელოს შექმნა/დაკაბადონება და ელექტრონული ვერსიის მომზადება

განხორციელების პერიოდი: 16.11.2020–30.05.2021

განხორციელების არეალი: საქართველო

დონორები/პარტნიორები:

1. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID),
2. პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International) 

 

სრული ბიუჯეტი: 2,520.00 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 2,520.00 €

 

მიზანი: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID), მიერ დაფინანსებული პროგრამის „მომავლითაობა, ფარგლებში „პროექტის მომზადებისახელმძღვანელო“-ს შექმნა, დაკაბადონება და ელექრონული ვერსიის მომზადება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისმოსწავლეები, პედაგოგები და გრანტის მოპოვებითდაინტერესებული პირ(ებ)

ბენეფიციარები: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისმოსწავლეები, პედაგოგები და გრანტის მოპოვებითდაინტერესებული პირ(ებ)

დაგეგმილი აქტივობები:

  1. პროექტის წერისა და მართვის შესახებ სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის შემუავება
  2.  პროექტის წერისა და მართვის შესახებ სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიის მომადება პროგრამის მომავლის აობა წარმომადგენლების კომენტარების გათვალისწინებით
  3. დიზაინერის და დამკაბადონებელთან თანამშრომლობა სახელმძღვანელოს საბეჭდი, საბოლოო ვერსიის შემუშავება სახელმძღვანელოს ილუსტრირება, ტექსტების გაფორმება გრაფიკული ელემენტებით, პროგრამის „მომავლის აობა“ წარმომადგენლების კომენტარების გათვალისწინებით საბოლოო ვერსიის წარდგენა

 

იღწეული შედეგები:

შეიქმნა პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო https://bit.ly/4eCsKJz

სახელი: ჩემი სახლის მმართველი–სწავლა მომავლისთვის

განხორციელების პერიოდი: 15.04.2022-31.12.2023

განხორციელების არეალი: საქართველო

 

დონორები/პარტნიორები:  

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ჰანზა პარლამენტი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
  4. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

 

სრული ბიუჯეტი: 124,648.09 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 31,256 €

მიზანი: შენობა-ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის დანერგვა საქართველოში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების  პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. დუალური განათლების გერმანული მოდელისა და მიდგომების გაზიარება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ცენტრალური ხელისუფლების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

 განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევა საბინაო სექტორში პროფესიული გადამზადების პროგრამების საჭიროებების გამოსავლენად
  2. შემუშავდა საბინაო სექტორის საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პროგრამა
  3. მოეწყო მრგვალი მაგიდის შეხვედრები,  საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების თემაზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით
  4. გაძლიერდა საბინაო სექტორში მოქმედი კერძო სექტორის შესაძლებლობები
  5. მომზადდა სარეკომენდაციო დოკუმენტი საბინაო სექტორის მხარდაჭერის გაუმჯობესებისათვის
  6. შეიქმნა ვებ – პლატფორმა შენობა-ნაგებობის მოვლისა და სახლის მართვის საკითხებზე
  7. მომზადდა ტრენინგ პროგრამა დუალური განათლების სისტემის შესახებ, პროფესიული კოლეჯების პედაგოგებისთვის და საწარმოს მენტორებისთვის
  8. შემუშავდა პროფესიული და კარიერული კონსულტაციის ინსტრუმენტი

 

მიღწეული შედეგები

  1. საბინაო სექტორში პროფესიული გადამზადების პროგრამების საჭიროებების გამოვლენის მიზნით ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა
  2. კოლეჯ „ახალი ტალღის“ პროფესული მომზადების პროგრამას „შენობა ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და ტექნიკური შემოწმების  სამუშაოები“  განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა განხორციელების უფლება
  3. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით 23 ადამიანი ჩაერთო 360 საათიან შენობა ნაგებობების მოვლის სპეციალისტის ტრენინგ პროგრამაში
  4. საბინაო სექტორში მოქმედი კერძო სექტორის დუალური განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 55 საათიანი ტრენინგ პროგრამა მომზადდა და გადაეცა პროფესიულ კოლეჯებს
  5. დუალური განათლების სისტემის შესახებ ტრენინგ პროგრამა და კარიერული კონსულტაციის ინსტუმენტი გადაეცა კოლეჯებს „ახალი ტალღა“ „კონსტრუქტ2“ „ბლექსი“
  6. პროფესიული კოლეჯებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის მოეწყო ტრენინგები, ონლაინ შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით
  7. 15 -მა მასწავლებელი და კონსულტანტი პროფესიული კოლეჯებიდან, სავაჭრო–სამეწარმეო პალატიდან და საწარმოებიდან აიმაღლა კვალიფიკაციას დუალური განათლების გერმანული სისტემის შესახებ
  8. განახლდა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ვებ გვერდიgov.ge, მუნიციპალურ პროგრამებში დისტანციურად მონაწილებისა და მუნიციპალიტეტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით
  9. საბინაო სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თემაზე სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით მოეწყო ორი რგვალი მაგიდა და ფორუმი

 

სახელი: წერის პროფესიონალური უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე – ფუნდამენტური საფუძველი მომავალი ფონდების მოზიდვისთვის

განხორციელების პერიოდი: 01.11.2021 – 30.09.2022 წ.

განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (იმერეთი), ბათუმი (აჭარა), გორი (შიდა-ქართლი), საგურამო (მცხეთა-მთიანეთი), ზუგდიდი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW)

სრული ბიუჯეტი: 10,000 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 10,000 €

მიზანი: EDEC-ის თანამშრომლების ქართულ და ინგლისურ ენებზე პროფესიული წერის უნარების გაუმჯობესება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი:  ორგანიზაციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით

ბენეფიციარები: ორგანიზაციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა ონლაინ ტრენინგი ქართველი ექსპერტებისა და ენათმეცნიერების მიერ, რომელიც ორგანიზაციის 60–მდე თანამშრომელმა გაიარა
  2. ცნობილი ჰოლანდიური ტრენინგ პროვაიდერის MDF- ის მიერ ორგანიზაციის 10 თანამშრომლისთვის მიწოდებულ იქნა პროფესიული წერის ონლაინ ტრენინგი ინგლისურ ენაზე

 

მიღწეული შედეგები:

  1. თანამშრომელთა გაძლიერებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩატარდა პროფესიული წერის ონლაინ ტრენინგები, რომელიც ორგანიზაციის 60–მდე თანამშრომელმა გაიარა და გაიუმჯობესა პროფესიული წერის უნარები

სახელი: ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის

განხორციელების პერიოდი: 01.07.2021-31.12.2022

განხორციელების არეალი: საქართველო

დონორები/პარტნიორები:  

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის (EBZ)
  4. ჰანზა პარლამენტი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
  5. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

 

სრული ბიუჯეტი: 116,020.02 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 26,162 €

მიზანი: შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში, ახალგაზრდების, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით

სამიზნე ჯგუფ(ებ): ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. თანამშრომლობა შედგა სამშენებლო კოლეჯთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (MESCSG) და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთან (EAARA)
  2. ფორუმის გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან აჭარაში
  3. ჩატარდა ტრენინგები სამიზნე პროფესიულ კოლეჯებში გერმანული მოდელისა და დუალურ განათლების მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით
  4. შედგა ვიზიტი გერმანიაში დუალური მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით დაინტერესებული მხარეების  მონაწილეობით

 

მიღწეული შედეგები:  

  1. აჭარის 2 პროფესიულ სასწავლებელში დაინერგა „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მენეჯერის“ პროგრამა
  2. პროფესიული სასწავლებლების, ბიზნეს სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების 8-10 წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო დუალური განათლების გერმანულ გამოცდილებას

სახელი: ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება

განხორციელების პერიოდი: 01.04.2020-30.06.2021

განხორციელების არეალი: საქართველო

 დონორები/პარტნიორები:  

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის (EBZ)
  4. ჰანზა პარლამენტი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
  5. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

 

სრული ბიუჯეტი: 73,758.61 €

პროექტის განსახორც იელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,424 €

მიზანი: შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში, ახალგაზრდების, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შედგა თანამშრომლობა სამშენებლო კოლეჯთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (MESCSG)
  2. გაიმართა შეხვედრები პროფესიულ სასწავლებლებთან და განათლების სამინისტროსთან (MESCSG)
  3. საქართველოში „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მენეჯერის“ პროგრამამ ავტორიზაცია გაიარა
  4. შემუშავდა ტრენერთა ტრენინგის (ToT) კონცეფცია და ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში

მიღწეული შედეგები:  

  1. 30 ახალგაზრდა გაეცნო ჰაუსმასტერის პროფესიას და საერთო ქონების ეფექტიანად მოვლა–პატრონობის გერმანულ გამოცდილებას
  2. საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა ავტორიზაცია და დაიწყო პროფესიულ სასწავლებელში მისი სწავლება
  3. საქართველოში დაინერგა ჰაუსმასტერის „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მენეჯერის“ პროფესია

 

სახელი: ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად (CISI)

განხორციელების პერიოდი: 2019-2023

განხორციელების არეალი: საქართველო

 

დონორები/პარტნიორები:

  1. ერაზმუს +
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  3. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. “მარიანი”
  7. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
  8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  9. Transilvania University of Brașov UTBv
  10. Univerzita Palackeho v Olomouc (PUO)
  11. UNIVERSITY OF WARSAW, UW
  12. Philipps-Universität Marburg, UMR

 

რული ბიუჯეტი: 19,766 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 19,766 €

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით

სამიზნე ჯგუფ(ებ): სკოლები, უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები

ბენეფიციარები: სპეციალური მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები, სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. მომზადდა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მასწვლებლის მოსამზადებელ 300 კრედიტიან პროგრამაში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/ მოდულები
  2. მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა
  3. შეიქმნა მოკლე სატრენინგო პროგრამები დაინტერესებული პირებისთვის
  4. ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი – სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობისთვის

 

სახელი: ორგანიზაციის მუშაობის ეფექტურობის ზრდისა და სამომავლო
განვითარების უზრუნველყოფა ახალი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სტანდარტების დანერგვით

განხორციელების პერიოდი: 06.2020-12.2020

განხორციელების არეალი: ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, საგურამო

დონორები/პარტნიორები:  „პური მსოფლიოსთვის“ (BfdW)

სრული ბიუჯეტი: 5,500 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 5,500 €

მიზანი: ორგანიზაციის საქმიანობის და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია; EDEC-ის დაფინანსებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან ინტერესის გაზრდა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პერსონალი

ბენეფიციარები: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პერსონალი

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეძენილ იქნა დამატებითი ლიცენზიები სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფისთვის
  2. შეიქმნა ჰოლისტიკური და უსაფრთხო IT ქსელი
  3. განახლდა საოფისე ტექნიკა
  4. ჩატარდა ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუქტაჟის და ტრენინგები ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის

 

მიღწეული შედეგები:  

  1. სტანდარტიზებულია კომუნიკაციისა და ფაილების გაზიარების პროცესები
  2. არსებული ფინანსური რესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენება
  3. ცოდნისა და მოვალეობების გაზიარებით შემცირებულია შიდა ორგანიზაციული სირთულეები
  4. მაღალი ეფექტურობა მომავალში უზრუნველჰყოფს დონორების და პარტნიორების მხრიდან ორგანიზაციის მიმართ დაინტერესების გაზრდას

სახელი: ENGLISH SPEAKER’S CLUB

განხორციელების პერიოდი: 2016 – 2020

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდები 18 წლიდან, ნებისმიერი დაინტერესებული პირი

შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში 1 დღე (1.5 საათი)

კურსის ღირებულება: ერთი თვე – 30 ლარი

მიზანი: თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლა შესწავლა, უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, პასიური ცოდნის გააქტიურება და პრაქტიკაში გადმოტანა

განხორციელებული აქტივობები: კურსის მონაწილეები კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ და ინგლისურად საუბრობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე ამერიკელ მოხალისეებთან ერთად

მიღწეული შედეგებ:  ENGLISH SPEAKER’S CLUB კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მეტი თავდაჯერებით საუბრობენ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს უწყობს მათი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას

 

სახელი: ლიდერთა სკოლა

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 16 – 22 წლის ახალგაზრდები

სკოლაში სწავლის ღირებულება: 600 ლარი (საშეღავათო ფასით ისარგებლებს და 550 ლარს გადაიხდის სკოლის ის მოსწავლე, რომელიც ერთიანად დაფარავს სწავლის საფასურს, ასევე EDEC- ის სხვა ფასიან პროგრამაში ჩართული პირი და სკოლაში ჩარიცხული ოჯახის წევრები)

მიზანი: მონაწილეები განავითარებენ  ეფექტური ლიდერობისთვის  აუცილებელ თვისებებს. გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის უნარებს, ისწავლიან ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ მოგვარებას.  დამოუკიდებლად მოახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებასა და წარდგენას, გაუზიარებენ ცოდნას მათ თანატოლებს, რათა დადებითი წვლილი შეიტანონ უკეთესი ქვეყნის მშენებლობის პროცესში და გახდნენ მოქალაქეები რომლებიც იცავენ თავიანთ და სხვის უფლებებს.

სკოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  1. სკოლის მონაწილეები გაეცნობიან ლიდერობის სხვადასხვა ტიპს და განიხილავენ მათ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს
  2. ისწავლიან პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობას
  3. მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფური დისკუსიებიში
  4. შეისწავლიან სათემო პროექტების შემუშავებს და მართვას
  5. მონაწილეები გაიღრმავებენ განსხვავებულობის, ინკლუზიურობის და თანასწორობის რწმენას და ხელს შეუწყობენ ამ ღირებულებების პოპულარიზაციას

სახელი: ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი!

განხორციელების პერიოდი: 15.08.2018 – 31.12.2018

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის (EBZ)
  4. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

 

სრული ბიუჯეტი: 60,000 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 5,925 €

მიზანი: იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდების გადამზადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე სახლის მმართველის (ჰაუსმასტერების) მომზადება

სამიზნე ჯგუფ(ებ): იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 30 ახალგაზრდისთვის მოეწყო 3-თვიანი სასწავლო კურსი
  2. 8 ახალგაზრდა გაემგზავრა გერმანიაში სასწავლო ვიზიტით

 

მიღწეული შედეგები:

  1. 30-მა ახალგაზრდამ აიმაღლა ცოდნა და განივითარა შესაძლებლობები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, საერთო ქონების მოვლისა და განკარგვის, კონფლიქტების მართვისა და პრევენციის თემებზე
  2. 30 ახალგაზრდა დაეუფლა ჰაუსმასტერის პროფესიას
  3. 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა გერმანიაში და გაეცნო სახლის მოვლის გერმანულ გამოცდილებას, რომელიც დაინერგა იმერეთის რეგიონში

სახელი: ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 09.2012–07.2016

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  2. “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)

 

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:  15,180 $

მიზანი: ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 13–დან 15 წლამდე მოზარდები

ბენეფიციარები: 13–დან 15 წლამდე მოზარდები

განხორციელებული აქტივობები: მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისური ენის გაუმჯობესებას და ლიდერული უნარ – ჩვევების განვითარებას

მიღწეული შედეგები: პროგრამაში ჩართული 13–დან 15 წლამდე მოზარდები დაეუფლენ ინგლისურ ენას

Skip to content