მიმდინარე პროექტები
სახელი: მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის განხორციელების პერიოდი: 01.2024-01.2025 განხორციელების არეალი: იმერეთის რეგიონი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათი; რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონი, ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. საკაო
დონორები/პარტნიორები:
- USAID
- ააიპ ფონდი აფხაზინტერკონტი (AIC)
- Tetra Tech/Local Governance program
- საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება თემთან და მათი ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, საბიუჯეტო სახსრების მართვის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ
- დასახლების საერთო კრებების ჩატარება, თითოეულ სამიზნე სოფელში მინიმუმ 3 პრიორიტეტული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა, საინიციატივო ჯგუფის შექმნა
- სამოქალაქო ინტერესების დაცვის და ადვოკატირების თემაზე 2 დღიანი 2 ტრენინგ-სემინარების ჩატარება
- საჯარო განხილვების მოწყობა სფეროს ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა, ბიზნესი, მედია, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები) ჩართულობით მოსახლეობის მიერ წინ წამოწეულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე–სამიზნე თემებში არსებული 6 პრობლის საჯარო განხილვა, კერძო-საჯარო პარტნიორობების ჩამოყალიბება მათ გადასაჭრელად
- საკაოს და ცუცხვათის მაცხოვრებელი მონაწილეობენ საკრებულოს სხდომებში პრობლემების ადვოკატირების მიზნით. მოახდენენ 6 საადვოკატო პრობლემის პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაში
- თემის ლიდერების ცნობიერების ამაღლება მუნიციპალიტეტის მერის ან საკრებულოს წევრის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ
- თემის წევრები ინფორმირებული არიან ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების და მექანიზმების შესახებ
- სამიზნე თემებში დაგროვილია დასახლების საერთო კრებების ორგანიზების მნიშვნელობის და ჩართულობის არსებული მექანიზმების გამოყენებით ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გამოცდილება
- მინიმუმ 3 პირისაგან შემდგარი თემის საინიციატივო ჯგუფი და ლიდერი მოტივირებულია გაამართლოს თემის მიერ მინიჭებული ნდობა და წარმომადგენლობითი მანდატი
- თემის წევრებში გაზრდილია ცოდნა და აქვთ სათანადო უნარ-ჩევევები სათემო პრობლემების ადვოკატირების და სამოქალაქო ინტერესების დაცვისთვის
სახელი: USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” განხორციელების პერიოდი: 07.2022-07.2027 განხორციელების არეალი: იმერეთის რეგიონი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
- ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება
- ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში
- ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოხლო უნარების განვითარება
- ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება
სახელი: სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის
განხორციელების პერიოდი: 01.2021-01.2025
განხორციელების არეალი: საქართველო
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
- ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)
- მოხალისეობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება
- რეგიონული ვორქშოპების და კამპანიების ორგანიზება
- მოხალისეობის ვებ–გვერდის შექმნა და განვითარება
- მოხალისეობის შესახებ ელექტრონული სწავლების დანერგვა და ფასილიტაცია
- ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება
- რეგიონული მოხალისეობრივი ფორუმების გამართვა
- მოხალისეობრივი ინიციატივების დაფინანსება მცირე გრანტებით
- ახალგაზრდული საბჭოების შექმნა და გადამზადება
- ახალგაზრდების მხარდამჭერი ინიციატივების დაფინანსება
დასრულებული პროექტები
სახელი: მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელების პერიოდი: 9.12.2022 – 8.10.2023 განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი); ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი); დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი)
დონორები/პარტნიორები:
- UNDP
- ფონდი „აფხაზინტერკონტი“
- მცხეთა – მთიანეთის რეგიონული ჰაბი
- პროექტის განმხორციელებელი გუნდის ფორმირება, პროექტის წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის
- დასახლების საერთო კრების საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა/ფასილიტატორების შერჩევა და მომზადება
- დასახლების საერთო კრებების ახალი მეთოდოლოგიით ორგანიზება და მოდელის პრაქტიკაში დანერგვა
- ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტების მომზადება, წარდგენა ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, ცვლილებების ადვოკატირება
- საანგარიშგებო შეხვედრების ორგანიზება/ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა
- ახალგაზრდებში მოქალაქეთა ჩართულობის თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა
- ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერება და წევრების წახალისება თვითმმართველობის მხრიდან ანგარიშგებისა და ღია მმართველობის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით
- ბაღდათის, დუშეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დაინერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინოვაციური მოდელი – მოსახლეობის ფორუმი
- საპილოტედ გამართულ ფორუმებზე სულ მუნიციპალიტეტის 361–მა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტების პროგრამული ბიუჯეტი და წარადგინა მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის
- 140 წინადადება მომზადდა, რომელთაგან 77 გათვალისწინებული იქნა 2024 წლის ბიუჯეტში
სახელი: მომავლის თაობა განხორციელების პერიოდი: 2018–2020 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),
- “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)
- განათლების და მეცნიერების სამინისტრო
- იმერეთის 30 სკოლაში დაარსდა სამოქალაქო კლუბი
- განხორციელდა საკლასო და საკლუბო ინიციატივები
- განხორციელდა ვიზიტები სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში
- აღინიშნა საერთაშორისო დღეები და მოეწყობა აქციები
- ჩატარდა ტრენინგები და ბენეფიციარები შეხვდნენ კვალიფიციურ ექსპერტებს
- პროექტის განხორციელების პერიოდში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და ჩართულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის ფორმატებში.
- დანერგილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამოქალაქო განათლების სწავლებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხარისხი
სახელი: ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) განხორციელების პერიოდი: 08.2015-08.2020 განხორციელების არეალი: საქართველო
დონორები/პარტნიორები:
- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
- შეიქმნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
- გამოცხადდა გაცვლითი და მცირე გრანტების კონკურსები
- მოეწყო თემატური სკოლები
- ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, გამოცხადდა გაცვლითი და მცირე გრანტების კონკურსები, მოეწყო თემატური სკოლები
- ახალგაზრდულ ცენტრში გაწევრიანებულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში, დისკუსიებში, დებატებში, საჯარო ლექციებში, ტრენინგებში და სემინარებში, კამპანიებსა და სხვა აქტივობებში და აიმაღლეს ცნობიერება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ
სახელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა განხორციელების პერიოდი: 01.01.2017-31.12.2020 განხორციელების არეალი: საქართველო
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
- საქართველოს მასშტაბით მოეწყო 21 რეგიონული ფორუმი, ფორუმში მონაწილეობა ჯამში 2778 პირმა და 451 ორგანიზაციამ მიიღო.
- ფორუმების შედეგად 289 დაინტერესებულმა პირმა შეძლო მონაწილე ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა
სახელი: გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზრბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელების პერიოდი: 04.2016-01.2018 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)
- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო (LDA Georgia)
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
- ქუთაისში შეიქმნა რესურს ცენტრი, რომელიც მუდმივ რეჟიმში უწევდა კონსულტაციებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს
- პერიოდულად ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით
- ბინათამხანაგობის მართვის საკითხებზე ტრენინგი გაიარა ოფიციალურად რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 160–მა წარმომადგენელმა
- ენერგოეფექტურობის თემაზე ორგანიზებულ ტრენინგ–პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის 30–მა წარმომადგენელმა
- გამოიცა გზამკვლევი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით
სახელი: მომავლის თაობა განხორციელების პერიოდი: 2014–2017 განხორციელების არეალი: იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)
- განათლების და მეცნიერების სამინისტრო
- 27 სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი
- 300-მდე საკლასო ინიციატივა
- 350-მდე საკლუბო ინიციატივა
- 25 ჯგუფური ვიზიტი სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში
- 20-მდე საერთაშორისო დღის აღნიშვნა/აქცია
- 40-მდე მოსწავლემ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში
- 20-მდე შეხვედრა გაიმართა კვალიფიციურ ექსპერტებთან და ცნობილ ადამიანებთან
- 100-ზე მეტ სკოლაში დაინერგა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკა
სახელი: ქუთაისის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა განხორციელების პერიოდი: 2016 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები:
- მშვიდობის კორპუსი საქართველოში
- ამერიკის საელჩო საქართველოში
- პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა სახის საინტერესო ლიტერატურა. ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც მხატვრულ, სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო ლიტერატურას, ასევე პერიოდიკას
- პროექტის დასრულების მომენტში ბიბლიოთეკა 71 მუდმივ წევრს ითვლიდა
- ჩამოყალიბდა სადისკუსიო კლუბი, რომელიც პერიოდულად აწყობს წინასწარ შერჩეული
- წიგნის და ჟურნალ-გაზეთების სტატიებზე საჯარო განხილვას მკითხველებთან
- პერიოდულად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის შევსება და სისტემატიზაცია
- ამჟამად წიგნების მოწოდება ხდება სხვადასხვა ადგილობრივი, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული გამოცემებით
სახელი: ეს მუშაობს/ It Works განხორციელების პერიოდი: 03.2014-03.2016 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU) პროექტის განსახორციელებალად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 25,347 ₾ მიზანი: ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მათ შორის ღია დიალოგის წარმართვა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჯგუფების აქტიური ჩართვა სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება ბენეფიციარები: ქუთაისის მოსახლეობა განხორციელებული აქტივობები:
- გაიმართა 6 მოსახლეობის ფორუმი
- 517 პირმა მიიღო მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში
- ჩამოყალიბდა მჭიდრო და ეფექტიანი ურთიერთობა თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის, გაიზარდა მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შედეგად დაწესდა სხვადასხვა რეგულაციები ქალაქის დასუფთავების, ტრანსპორტირების და საგზაო მშენებლობის სფეროში
სახელი: შიდსის, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავლის თაობა განხორციელების პერიოდი: 08.2014-07.2015 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ–ს საელჩო საქართველოში
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- 307–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ–სემინარები შიდსის, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ
- 1697 პირი მონაწილეობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ სასწავლო საინფორმაციო კამპანიებში
- 251 ახალგაზრდის მონაწილეობით მოხდა შიდსის, გულის, ალერგიის, დიაბეტის, კიბოს საერთაშორისო დღეების აღნიშვნა
- 41 პირის მონაწილეობით გაიმართა დისკუსიები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
სახელი: ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს განხორციელების პერიოდი: 08.2013-04.2015 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები:
- ევრიკავშირი (EU)
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
- 44 პირი დარეგისტრირდა მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ პირთა ბაზაში
- 40 პირს გაეწია კონსულტაცია რეინტეგრაციისა და დასაქმების სამართლებრივ საკითხებზე; 270 პირის მონაწილეობით ქუთაისსა და იმერეთის სოფლებში გაიმართა საინფორმაციო კამპანია “ქალი და მიგრაცია”, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფილმის ჩვენება–დისკუსიები
სახელი: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში განხორციელების პერიოდი: 09.2011-02.2015 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
- 29 ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტის წერის და მართვის, მოხალისეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, ადამიანის უფლებების, ცხოვრების ჯასნაღი წესის, პროფესიული ორიენტაციის, დებატების ტექნიკის, საჯარო გამოსვლების, მასმედიასთნ ურთიერთობის, ქალთა უფლებებისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხებზე
- 42 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
- 32 სადისკუსიო კლუბის შეხვედრა
- 17 სასწავლო ვიზიტი სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს-ორგანიზაციებში
- 29 საინფორმაციო კამპანია გაეროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით
- 35 საქველმოქმედო და ეკო აქცია
- 7 თვინინგ-პროგრამა თელავის, ამრნეულის, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრებთან თანამშრომლობით
- გაეროს მოდელრიების 2 კონფერენცია
- კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსი ხანდაზმულთათვის
- 16–მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მოხალისეთა გაცვლით პროგრამაში.14-მა აქტიური წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში მოწყობილ საზაფხულო სკოლაში
- შეიქმნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
- 904–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტების წერისა და მართვის, სამოქალაქო ინტერესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიასთან ურთიერთობის, ქალთა უფლებების და გენდერული სტერეოტიპების თემაზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათში სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე
სახელი: ჯანმრთელობის უფლება განხორციელების პერიოდი: 2014 განხორციელების არეალი: გორი, ქუთაისი, ბათუმი, დუშეთი
დონორები/პარტნიორები:
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
- საზოგადოება „ბილიკი“
- ჩატარდა კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასების მიზნით
- 370 მოქალაქე გამოიკითხა ქუთაისის მასშტაბით
- მედიცინის 15 მუშაკთან მოეწყო ფოკუს ჯგუფის შეხვედრა
სახელი: მოხალისეობის ქსელი განხორციელების პერიოდი: 2014 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) მიზანი: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის დონის გაზრდა, მოხალისეობის კულტურისა და პრაქტიკის განვითარების გზით სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში და იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ბენეფიციარები: ქუთაისში და იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები განხორციელებული აქტივობები:
- 573 პირი დარეგისტრირდა მოხალისეობის მსურველთა მონაცემთა ბაზაში
- 17 ახალგაზრდა ჩაერთო მოხალისეობრივ პროგრამებში
- ქუთაისში მოქმედი 20 ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით მოეწყო ფოკუსჯგუფების შეხვედრები თემაზე: როგორ იყენებენ ორგანიზაციები მოხალისეების რესურსს
სახელი: სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT) განხორციელების პერიოდი: 2010–2014 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარნიორები:
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)
- განათლების და მეცნიერების სამინისტრო
- 125 სკოლაში დაარსდა სამოქალაქო კლუბი
- 3,125 მოსწავლე ჩაერთო სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში
- 1,296 მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებაში
- 68 სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო 2040–მა მოსწავლემ
- 83 მცირე საგრანტო პროექტი განხორციელდა
- 43 სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით
- 64 აქტიური ბლოგი შეიქმნა
- 72 ვიდეორგოლი მომზადდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების, ძალადობის და გარემოს დაცვის თემებზე
- 39 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა სოციალური მედიის თემაზე
- პროექტის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბები დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურ როლს თამაშობს სკოლის მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში
- პროექტის ეგიდით გამოიცა პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვანი გზამკვლევია სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის
- პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
სახელი: ახალგაზრდული ფორუმი განხორციელების პერიოდი: 2013 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები:
- აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
- “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)
- ჩატარდა 3 ახალგაზრდული ფორუმი
- განხორციელდა 26 პროექტი
- მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები
- აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სტუდენტებმა ერთობლივად განახორციელეს თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია, რომელშიც 100-მდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა
- სამხარეო საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით მოეწყო მარათონი, რომელშიც სამტრედიის 10 საჯარო სკოლის 70 მოსწავლე მონაწილებოდა
- გაზეთ “წყალტუბოს” რედაქტორმა წყალტუბოს საჯარო სკოლების და სმოქალაქო კლუბების წერებისათვის მასტერკლასები ჩაატარა ჟურნალისტიკის საკითხებზე
- ჭიათურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად ჭიათურაში მოეწყო სამოქალაქო კლუბის სკვერი, სადაც იმართება საკლუბო ღონისძიებები
- გაზეთ P.S.-თან არსებულმა მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდმა 1029 ლარის ღირებულების 150 წიგნი უსასყიდლოდ გადასცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მოსწავლეები
სახელი: ახალგაზრდული ინიციატივები განხორციელების პერიოდი: 2013 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: ლევან მიქელაძის საქველმოქმედო ფონდი სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: მიზანი: სტუდენტებში ადვოკატირების უნარების გაძლიერება და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გაზრდა სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი ბენეფიციარები განხორციელებული აქტივობები:
- 50–მდე მოსწავლემ გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები, ისინი ასევე დაესწრნენ ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და შეხვდნენ წარმატებული კარიერის მქონე ადამიანებს
- 72-მა სტუდენტმა გაიარა ტრენინგი თემაზე: ფონდების მოძიება, საპროექტო წინადადებების შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება
- პროექტში ჩართული ბენეფიციარებისათვის გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიდაც 2 პროექტი დაფინანსდა
სახელი: ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის განხორციელების პერიოდი: 05.2012–09.2013 განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი
დონორები/პარტნიორები: World Vision – საქართველო სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 45,700 $ მიზანი: სათემო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. თემის საჭიროებების და ინტერესების ადვოკატირება. სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა ბენეფიციარები: ბაღდათის მუნიციპალიტეტის 8 თემის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები განხორციელებული აქტივობები:
- ბაღდათის 8 თემის 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სამოქალაქო ჩართულობისა და ადვოკატირების თემაზე ორგანიზებულ ტრენინგებში
- შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომელშიც 28 მოსწავლე გაწევრდა
- მოეწყო 9 სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურში, მომსახურების სააგენტოში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რადიო “ძველ ქალაქში”, რომელშიც 80 მოსწავლე მონაწილეობდა
- 841 მოსწავლის მონაწილეობით გაიმართა 32 ღონისძიება
- მოეწყო მასშტაბური საქველმოქმედო აქცია და თემში შეგროვილი პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტანისამოსი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა
- 250 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო მასშტაბური საყოველთაო დასუფთავების აქცია; დასუფთავდა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ცენტრალური სკვერები
- 80 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო გამწვანების აქცია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 3 თემის ცენტრალურ უბნებში დაირგო 100 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე
- 804 მოსწავლის დიაგნოსტირება მოხდა სქოლიოზზე ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.
სახელი: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ განხორციელების პერიოდი: 10.2012–08.2013 განხორციელების არეალი: ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი
დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,954 $ მიზანი: საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული ორგანიზაციები ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული ორგანიზაციები განხორციელებული აქტივობები:
- საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე გაიმართა სადისკუსიო შეხვედრები
- მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემები
- ჩატარდა კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის
- გამოიცა საინფორმაციო ბროშურა საქართველოში ევროპული პლატფორმის მუშაობის და მასში გაწევრების პროცედურების შესახებ
სახელი: სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის განხორციელების პერიოდი: 02.2012-04.2012 განხორციელების არეალი: იმერეთი
დონორები/პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტო სრული ბიუჯეტი: 4,985 ₾ პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 4,985 ₾ მიზანი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე არალეგალური მიგრაციის რისკების და ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 15-დან 60 წლამდე მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედიასექტორი ბენეფიციარ(ებ)ი: იმერეთის საჯარო სკოლის მე-9, 10, 11, 12 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები; უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები; მიზნობრივი რეგიონების/ქალაქების მოსახლეობა თემი (იმერეთი) განხორციელებული აქტივობები:
- შეიქმნა მონაცემთა ბაზა საინფორმაციო საცნობარო მასალების შესახებ
- ჩატარდა 4 სხვადასხვა ტიპის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა საუკეთესო ვიდეო რგოლი, ესსე, ბლოგი და ფოტო–ნამუშავარი
- მოეწყო 27 საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგთან ბრძოლის თემაზე
- მომზადდა და გამოიცა 1000 ცალი ბუკლეტი და 100 პოსტერი, რომელიც გავრცელდა საჯარო სკოლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში
სახელი: ტრენინგ პროგრამები რეპატრირებულ მესხთა ჯგუფისთვის განხორციელების პერიოდი: 11.2011–04.2012 განხორციელების არეალი: ს. იანეთი, ს. ნასაკირალი
დონორები/პარტნიორები: საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF ესპანეთი) სრული ბიუჯეტი: 5,906 ₾ პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მირებული ბიუჯეტი: 5,906 ₾ მიზანი: ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის უნარ-ჩვევების განვითრების ხელშეწყობა და ქალთა ჯგუფების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ბავშვთა ზრდა-განვითრების საკითხებზე სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: დეპორტირებული პირები და მათი შთამომავლები ბენეფიციარები: 13-დან 25 წლამდე 63 ახალგაზრდა – 37 გოგონა და ქალი განხორციელებული აქტივობები: 13-დან 25 წლამდე 63 ახალგაზრდისთვის ჩატარდა ტრენინგები ადამიანის/ბავშვთა უფლებების, გენდერული სტერეოტიპების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ლიდერობის და აქტიური მოქალაქეობის თემებზე. ქალებისთვის ჩატარდა ტრენინგები რეპროდქუციული ჯანმრთელობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ბავშვთა ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობის, ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის და გენდერული თანასწორობის შესახებ მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-პროგრამებით, სამიზნე ჯგუფებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფორმირებულობის დონე ზოგად სამოქალაქო საკითხებისა და ქალთა უფლებების/საჭიროებების შესახებ.
სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების და სათემო ჩართულობის პროექტი განხორციელების პერიოდი: 11.2010–06.2011 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები:
- World Vision – საქართველო
- World Vision – რუმინეთი
- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
- პროექტის მონაწილე 220-მა ბენეფიციარმა გაიარა „მოქალაქის ხმისა და ქმედების“ (CitizenVoice&Action – CV&A) მეთოდოლოგიის გამოყენებით ორგანიზებული ტრენინგები ადამიანის უფლებების საკითხებზე
- ახალგაზრდული საბჭოების 20-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში
- ახალგაზრდული საბჭოების დირექტორები გაემგზავრნენ რუმინეთში და გაეცვნენ თავიანთი თანატოლების გამოცდილებას მოხალისეობის, ადვოკატირების კამპანიების და სათემო პროექტების განხორციელების კუთხით, შეხვდნენ რუმინეთის განათლების სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
სახელი: ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისთვის განხორციელების პერიოდი: 04.2010-05.2011 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” სრული ბიუჯეტი: 17,749 $ პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 17,749 $ მიზანი: ახალგაზრდებში თავიანთი უფლებების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება, ახალგაზრდების აქტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მდგრადი მოდელის დანერგვა, რომელიც რეგიონალურ დონეზე უზრუნველყოფს ახალგაზრდული საჭიროებების მუდმივ შესწავლას, მათზე დაყრდნობით ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირები და სხვა ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები განხორციელებული აქტივობები:
- ქუთაისში მცხოვრებმა 50–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, კოალიციების შექმნის, მოხალისეობის, პროექტის წერის და მართვის, ფონდების მოძიების საკითხებზე
- გამოიცა დასავლეთ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობარი
სახელი: ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა განხორციელების პერიოდი: 03.2010-12.2010 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 3,500 ₾ მიზანი: ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი 15-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის პიროვნული საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელი კურსების შეთავაზება და დანერგვა სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: საშუალო და არასრული საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი 16–დან 24 წლამდე ახალგაზრდები ბენეფიციარები: 60 ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი 15-დან 24 წლამდე ასაკის უმუშევარი ახალგაზრდა განხორციელებული აქტივობები:
- გადამზადდნენ ტრენერები პიროვნული განვითარების საკითხებში
- ჩატარდა საპილოტე კურსები 15-24 წლის ახალგაზრდებისთვის
- გაიმართა ტრენინგები პიროვნული შესაძლებლობების განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის თემატიკაზე
სახელი: მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის განხორციელების პერიოდი: 2010 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდი სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: მიზანი: მოსახლეობის ჯგუფების პიროვნული ინიციატივების, პასუხისმგებლობათა გადანაწილების და ორგანიზაციული უნარების გაძლიერების საშუალებით, ქუთაისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები საზოგადოება განხორციელებული აქტივობები:
- შეიქმნა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი
- დაინტერესებულ პირებთან გაიმართა შეხვედრები და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრა ქალაქისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომლის ირგვლივაც იმუშავეს შემდგომში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა
- სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება
- გაიმართა დასუფთავების აქციები მდინარე ოღასკურასა და ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
- ჩატარდა დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისათვის
- შეიქმნა ბიზნეს-ინკუბატორი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას
სახელი: ახალგაზრდების სოციალურ – ეკონომიკური უფლებების დაცვა და განხორციელება განხორციელების პერიოდი: 06.2009–01.2010 განხორციელების არეალი: იმერეთი, კახეთი
დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, თელავსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,786 $ მიზანი: ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შუალედური შედეგების კვლევა, შედეგების დამუშავება, დასკვნების მომზადება და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ცვლილებების პროცესის დაწყებაზე ორიენტირებული საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება ადვოკატირების პროცესისთვის სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შვილობილობიდან გამოსული ბავშვები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მზრუნველობიდან გასული ახალგაზრდები, შვილობილობაში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა აღმზრდელები მშვილობელი ოჯახებიდან, ბავშვთა აღმზრდელები მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან ბენეფიციარები: განხორციელებული აქტივობები:
- ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, გაიმართა ტრენინგ-სემინარების ციკლი, კვლევის, ადვოკატირების და ასევე ლობირების საკითხებზე
- განხორციელდა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მონიტორინგი და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მომზადდა რეკომენდაციები
- ჩატარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლების კვლევა, თუ რამდენად წარმატებით დაინერგა და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტების სისტემა
- ჩატარდა შვილობილობის პროგრამის კვლევა და განისაზღვა პრობლემური საკითხები, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა დასკვნები და რეკომენდაციები
სახელი: უკეთესი შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდებისათვის განხორციელების პერიოდი: 01.2008-09.2009 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები:
- World Vision – საქართველო
- ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC)
- პროექტის განმავლობაში ფუნქციონირებდა ცენტრი, რომელიც მუშაობდა ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ტრეფიკინგის რისკების შემცირებისა და დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრირების ხელშეწყობის საკითხებზე
- რეგულარულად ტარდებოდა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები და მასთან დაკავშირებული აქტივობები
- 2 ეტაპად გაუკეთდა ორგანიზება კონკურსს ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ტრეფიკინგის/მიგრაციის თემაზე მიძღვნილი საუკეთესო სტატიისა და სიუჟეტის გამოსავლენად, რომელშიდაც გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტმა, მარიკა ვაჭრაძემ და ტ/კ ’’რიონის’’ კოორესპონდენტმა, ირმა ჭოლაძემ გაიმარჯვეს
სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო ინკლუზიის პარტნიორობა განხორციელების პერიოდი: 05.2008-09.2009 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში სრული ბიუჯეტი: პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,914.00 $ მიზანი: კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესება ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის. ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამპანიების წარმართვის საკითხებში სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბენეფიციარები: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები განხორციელებული აქტივობები:
- პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა, რომლის შედეგად შერჩეული იქნა 10 არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის განხორციელების განმავლობაში თანამშრომლობას, მისი უწყვეტობის და მდგრადობის მიზნით
- პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ 2 კვირიანი ტრენინგები ადვოკატირებასა და ლობირების საკითხებში
- გამოიცემოდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების პრობლემებთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით
- ჩატარდა კვლევები და ფოკუს-ჯგუფის შეხვედრები ტურიზმის, განათლების და სოციალურ სფეროებში, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა კვლევის ანალიზი ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების და განვითარების პერსპექტივების შესახებ
- მოეწყო ღია კარის დღე ტურიზმთან დაკავშირებით, სადაც მოწვეული იყვნენ აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ცვლილებებით დაინტერესებული ადამიანები
- პროგრამის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციები მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს
სახელი: გამოყენებითი ხელოვნების ცენტრები განხორციელების პერიოდი: 2008 განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები:
- World Vision – გერმანია
- ბანკი “რესპუბლიკა” (სოსიეტე ჟენერალი)
- 2008 წლის ივლისის თვეში გამოყენებითი ხელოვნების ცენტრების კურსდამთავრებულების მონაწილეობით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნამუშევრები საზოგადოების ფართო ფენას გააცნეს
- 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბანკი “რესპუბლიკას” მხარდაჭერით განხორცელდა პროექტი სახელწოდებით: “ნიჭიერი ახალგაზრდების სამხატვრო ნიმუშების და ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა”
- ღონისძიება გაიმართა ბანკი `რესპუბლიკა ქუთაისის ფილიალსა და თბილისის სათაო ოფისში; გამოყენებითი ხელოვნების ცენტრების ბენეფიციარებთან ერთად პროექტში მონაწილეობა მიიღო 51-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯახებს წარმოადგენდნენ
- ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი, სადაც გაწევრდა 21 ახალგაზრდა
- 10 თვიანი კურსის მეშვეობით ახალგაზრდები დაეუფლნენ ბატიკის, თექის, გობელინის, თიხაზე მუშაობის და ტიხრული მინანქრის ხელსაქმეს