ქუთაისის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა

სახელი: ქუთაისის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა

განხორციელების პერიოდი: 2016

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: მშვიდობის კორპუსი საქართველოში, ამერიკის საელჩო საქართველოში

მიზანი: ახალგაზრდე­ბში წიგნის კითხვის პროპაგანდა მათთვის თანამედროვე გამოცე­მე­ბის შეთ­ავაზე­ბითა და სადისკუსიო ღონისძიე­ბ­ე­ბში ჩართვით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში მცხოვრე­ბი ახალგაზრდე­ბი, არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები 7-დან 25 წლამდე ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

დაარსდა ბიბლიოთეკა რომლისთვისაც შეიძინეს 785 წიგნი ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენე­ბ­ზე. (ნოვე­ლე­ბი, რომანე­ბი, პოე­მე­ბი, ლექ­სე­ბი, სათავგადასავლო ლიტ­ერ­ატურული პიე­სე­ბი, უცხო ენე­ბის შემ­სწავლელი ლიტ­ერ­ატურა, რელიგია, ისტორია, მეც­ნიე­რე­ბა, სამართალი, ენ­ციკლოპედ­იე­ბი, კულინარია და სხვა).

მიღწეული შედეგები:

  1. პროგრამის ფა­რგლე­ბში ჩამოყალიბდა ბიბლ­იოთეკა, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა სახის საინტ­ე­რესო ლიტ­ერ­ატურა. ბიბლ­იოთეკა მოიცავს როგორც მხატვრულ, სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო ლიტერატურას, ასევე პერიოდიკას;
  2. პროექტის დასრულების მომენტში ბიბლიოთეკა 71 მუდმივ წევრს ითვლიდა;
  3. ჩამოყალიბდა სადისკუსიო კლუბი, რომელიც პერიოდულად აწყობს წინასწარ შერ­ჩეული
  4. წიგნის და ჟურნალ-გაზე­თე­ბის სტ­ატ­იე­ბ­ზე საჯარო განხილვას მკითხვე­ლე­ბთან;
  5. პერიოდულად მიმდინარე­ობს ბიბლ­იოთეკის შევ­სე­ბა და სისტ­ემ­ატიზაცია;
  6. ამჟამად წიგნე­ბის მოწოდე­ბა ხდე­ბა სხვადასხვა ადგილობრივი, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციე­ბის მიერ მომზადებული გამოცე­მე­ბით.

 

Skip to content