სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT)

სახელი: სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT)

განხორციელების პერიოდი: 2010–2014

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარნიორები:

  1. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  2. “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)
  3. განათლების და მეცნიერების სამინისტრო

 

სრული ბიუჯეტი:

EDEC-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად მიღებული ბიუჯეტი: 16,603  $

მიზანი: საქართველოს საჯარო სკოლებში ხარისხიანი სამოქალაქო სწავლების უზრუნველყოფა, რათა, მოსწავლეებმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მეტად ჩაერთონ სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები

ბენეფიციარები: იმერეთის 125 საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, IX-XI კლასის მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 125 სკოლაში დაარსდა სამოქალაქო კლუბი
  2. 3,125 მოსწავლე ჩაერთო სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში
  3. 1,296 მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებაში
  4. 68 სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო 2040–მა მოსწავლემ
  5. 83 მცირე საგრანტო პროექტი განხორციელდა
  6. 43 სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით
  7. 64 აქტიური ბლოგი შეიქმნა
  8. 72 ვიდეორგოლი მომზადდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების, ძალადობის და გარემოს დაცვის თემებზე
  9. 39 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა სოციალური მედიის თემაზე

 

მიღწეული შედეგები:

  1. პროექტის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბები დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურ როლს თამაშობს სკოლის მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში
  2. პროექტის ეგიდით გამოიცა პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვანი გზამკვლევია სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის
  3. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას

 

Skip to content