სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის

სახელი: სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის

განხორციელების პერიოდი: 3.04.2023 – 31.08.2023

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი

 

დონორები / პარტნიორები: ქალთა საერათაშორისო ასოციაცია საქართველო, EDEC-ის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) თანამშრომლობით

სრული ბიუჯეტი:  14,910 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC- ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 13,890 GEL

მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა, მათი  ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბენეფიციარების მეურვეები და სხვა დაინტერესებული მხარეები

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები: სენსორული ოთახის აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით

მიღწეული შედეგები: 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის მოწყობილია სენსორული ინტეგრაციის ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით  და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვების ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

Skip to content