უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!

სახელი: „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“

განხორციელების პერიოდი: 04.2019-12.2019

განხორციელების არეალი: ქუთაისი

 

დონორები/პარტნიორები:  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სრული ბიუჯეტი: 25,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 10,000 GEL

ორგანიზაციის მიერ გაწეული თანამონაწილეობა: 12,500 GEL

მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით

სამიზნე ჯგუფ(ებ): ქუთაისის მასშტაბით მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები

ბენეფიციარები: ქუთაისის მასშტაბით მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები, უმთავრესად მობილობის შეზღუდვის მქონე პირები, ვისაც ხელი არ მიუწვდება საგანმანათლებლო და დასაქმების სერვისებზე

განხორციელებული აქტივობები:

  1. განხორციელდა მობილობის შეზღუდვის მქონე 22 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური შეფასება
  2. ინტერვიუს საშუალებით გამოიკვეთა ბენეფიციართა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ციფრული მარკეტინგისა და ვებ–ტექნოლოგიების დაუფლების უნარი და აღნიშნული მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა
  3. განხორციელდა ციფრული მარკეტინგის და ვებ-ტექნოლოგიების სწავლების სამთვიანი ინტენსიური კურსი
  4. პროექტში ჩართულ პირებს, პროფესიონალი მენტორების მიერ გაეწიათ ინდივიდუალური პირისპირ და ონლაინ კონსულტაციები თეორიულად მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით
  5. გაიმართა ბენეფიციართათვის ინდივიდუალური კონსულტაციები, კვალიფიციური დახმარება სამუშაოს მოძიების, გასაუბრების, სამოტივაციო წერილის და CV მომზადების ტექნიკებზე

 

მიღწეული შედეგები:  

  1. პროექტის 14-ივე მონაწილეს ციფრული მარკეტინგის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა
  2. პროგრამის 14 კურსდამთავრებული რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში

Skip to content