ქუთაისის დღის ცენტრი -„ჯადოსნური სამყარო“

სახელი: ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“

განხორციელების პერიოდი: 2008 წლიდან დღემდე

განხორციელების არეალი: ქუთაისის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; საერთაშორისო დონორები; ადგილობრივი ბიზნესი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: ყოველწლიურად პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 95 927 ლარი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, პირები, საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, კერძო სექტორი.

ბენეფიციარები: 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები

დაგეგმილი აქტივობები: 

  1. განვითარების ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა-განხორციელება;
  2. დამხმარე ადაპტაციური საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ისეთ სპეციალურ ავეჯს, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და პირებს უკეთ გამოიყენონ თავისი უნარები და შესაძლებლობები;
  3. ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ ჩართვა სხადასხვა ტიპის ინტეგრირებულ ღონისძიებებში (სასწავლო ვიზიტები, ინტეგრირებული აქტივობები, სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები; შემეცნებითი ღონისძიებები და სხვა) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
  4. ჩართვა სხვადასხვა სახის თერაპიულ – შრომით და სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს მის სოციალურ – ადაპტაციური (მათ შორის საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას;
  5. ინტეგრირებული აქტივობები (ხატვა, სიმღერა, ფიზიკური მომზადება, შრომითი სწავლება);
  6. პროფესიული და სახელობო უნარ – ჩვევების განვითარება;
  7. დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ – ჩვევების სწავლება;
  8. განვითარების ხელშეწყობის მიზნით მშობლებთან და მეურვეებთან ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენება და ბავშვზე ზრუნვის უნარჩვევების განვითარება;
  9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლება და მომზადებაინკლუზიური სწავლებისათვის;

Skip to content