შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამა (APPEAL)

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 10.2013–08.2015

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ლატვია–საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

 

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 107,520 €

მიზანი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების მდგრადი მოდელის შექმნა, მათი დასაქმება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია.

სამიზნე ჯგუფ(ებ): თვითმმართველობა, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებებიო

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 155 შშმ პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში
  2. 140 მეწარმე დარეგისტრირდეა პოტენციურ დამსაქმებელთა ბაზაში
  3. 11–მა შშმ პირმა გაიარა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი ტრენინგ–კურსი
  4. 44–მა შშმ პირმა გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები
  5. 81 შშმ პირს გაეწია დახმარება CV-ს შედგენასა და სამოტივაციო წერილის დაწერაში

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა შშმ პირთა დასაქმების ცენტრი
  2. 4–მა პირმა გაიარა სტაჟირება
  3. 17 შშმ პირი ჩაირიცხა საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია” და დაეუფლა პროფესიას
  4. 66 შშმ პირი დასაქმდა გრძელვადიან სამუშაოზე

 

Skip to content